Saturday, May 3, 2014

ინტელის სასწავლო კურსი

საინტერესოდ  შრომატევადი, ბევრისმომცველი და შემეცნებითი -ასე შეიძლება დავასათაურო  ის 9 დღე რომელიც ამ ტრენინგზე გავატარე ! ვისწავლე  როგორ გავხადო  ჩემი მუშაობა უფრო საინტერესო და შემოქმედებითი , ამ  ტრენინგმა
მეტი  გამოცდილება შემმატა და დამანახვა  ჩემი შესაძლებლობები ახალი ტექნოლოგიების  გამოყენებით, ხალისიანი და ნაყოფიერი მუშაობით მივაღწიო მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლებას.
   
ამისთვის დიდი მადლობა  ჩვენს ტრენერს, ქეთი ცერაძეს, დაუღალავ,ენერგიულ და შრომისმოყვარე  ადამიანს !

მეცხრე დღე.

 გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი საკითხები; გაჯეტები ,გვერდების ჩასმა და ჩამატება, რაც შეეხება სიახლეებს დღეს ჩვენ ცოდნას შევძინეთ ფეიჯების დახმარებით ბლოგზე ახალი მასალების ჩამატება როგორ დავმალოთ და გამოვაჩინოთ მასალები. ვისწავლეთ "პიკასა ალბომის" შექმნა როგორ ვფურცლოთ  და ვათვალიეროთ სურათები
 სურათების დამატება ალბომში,პორტფელიოებში ბლოგისა და "პიკასა ალბომის" ჩასმა.       ძალიან საინტერესო იყო  ლეილა ნამორაძის  პროექტის პრეზენტაციის მოსმენა  სათაურით- "ქარსაცავი ზოლები გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე"საინტერესოდ  მომზადებულ პროექტში კარგად იყო გაწერილი მიზნებიც,  და სამომავლო გეგმებიც, ეს მართლაც-და საშვილიშვილო საქმე ჩვენი ქვეყნისთვის  ისევე როგორც ჩვენი ქალაქისთვის საჭირო და აუცილებელია.                             შემდეგი პროექტის პრეზენტაცია უკვე მე წარმოვადგინე  სათაურით" ფშავში დამკვიდრებული ტრადიციები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში" საინტერესოდ იყო წარმოდგენილი მწერლის შვილთაშვილის მოგონებები მოსწავლეთა ერთიჯგუფის მიერ ,რომელიც სოფ. ხიდისთავში ცხოვრობს.
მადლობა ტრენერს საინტერესო და შინაარსიანი ტრენინგისთვის!