Saturday, May 3, 2014

ინტელის სასწავლო კურსი

საინტერესოდ  შრომატევადი, ბევრისმომცველი და შემეცნებითი -ასე შეიძლება დავასათაურო  ის 9 დღე რომელიც ამ ტრენინგზე გავატარე ! ვისწავლე  როგორ გავხადო  ჩემი მუშაობა უფრო საინტერესო და შემოქმედებითი , ამ  ტრენინგმა
მეტი  გამოცდილება შემმატა და დამანახვა  ჩემი შესაძლებლობები ახალი ტექნოლოგიების  გამოყენებით, ხალისიანი და ნაყოფიერი მუშაობით მივაღწიო მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლებას.
   
ამისთვის დიდი მადლობა  ჩვენს ტრენერს, ქეთი ცერაძეს, დაუღალავ,ენერგიულ და შრომისმოყვარე  ადამიანს !

მეცხრე დღე.

 გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი საკითხები; გაჯეტები ,გვერდების ჩასმა და ჩამატება, რაც შეეხება სიახლეებს დღეს ჩვენ ცოდნას შევძინეთ ფეიჯების დახმარებით ბლოგზე ახალი მასალების ჩამატება როგორ დავმალოთ და გამოვაჩინოთ მასალები. ვისწავლეთ "პიკასა ალბომის" შექმნა როგორ ვფურცლოთ  და ვათვალიეროთ სურათები
 სურათების დამატება ალბომში,პორტფელიოებში ბლოგისა და "პიკასა ალბომის" ჩასმა.       ძალიან საინტერესო იყო  ლეილა ნამორაძის  პროექტის პრეზენტაციის მოსმენა  სათაურით- "ქარსაცავი ზოლები გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე"საინტერესოდ  მომზადებულ პროექტში კარგად იყო გაწერილი მიზნებიც,  და სამომავლო გეგმებიც, ეს მართლაც-და საშვილიშვილო საქმე ჩვენი ქვეყნისთვის  ისევე როგორც ჩვენი ქალაქისთვის საჭირო და აუცილებელია.                             შემდეგი პროექტის პრეზენტაცია უკვე მე წარმოვადგინე  სათაურით" ფშავში დამკვიდრებული ტრადიციები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში" საინტერესოდ იყო წარმოდგენილი მწერლის შვილთაშვილის მოგონებები მოსწავლეთა ერთიჯგუფის მიერ ,რომელიც სოფ. ხიდისთავში ცხოვრობს.
მადლობა ტრენერს საინტერესო და შინაარსიანი ტრენინგისთვის!

Sunday, April 27, 2014

რეფლექსია მე-8 დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა, ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა, გდავხედეთ პორტფოლიოს,  გავიხსენეთ გაჯეტების შექმნა,დიზაინის შეცვლა და განლაგება,აგრეთვე სიის გაჯეტის შექმნა. მადლობა ტრენერს ასეთი აქტიური ტრენინგისთვის1

Saturday, April 26, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

 გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალები, გავწერეთ სასწავლო პროცედურები, ვისწავლეთ სასწავლო პროექტი და საათის ჩასმა. ვიმუშავეთ მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით დავალებების შექმნაზე.საინტერესო და შემეცნებითი დღე იყო. მადლობა .

Tuesday, April 22, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

გავიმეორეთ  დღის მასალა, შემდეგ მოვამზადეთ მოსწავლის პრეზენტაციაგანვიხილეთ შეფასებების ნიმუშები, და   შევინახე ჩემს საქაღალდეში(შეფასებები).  გადავხედეთ პროექტების გეგმების ნიმუშებს.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო

Saturday, April 12, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

 მოვახდინეთ გამეორება ,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები  შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა . როგორ ვიმუშაოთ პროექტზე დასაწყისში ,პროცესში და დასრულების შემდეგ.შევავსეთ 6 ფაილი პროექტის  სესაქმნელად . საინტერესო იყო მოსასმენადაც და პრაქტიკული ჩვენებაც!

Wednesday, April 9, 2014

ტრენინგის მესამე დღე

გავიმეორეთ ბუკლეტის შექმნა .ვიმუშავეთ პროექტის შექმნაზე მოვიძიეთ საჭირო მასალები. როგორ განვსაზღვროთ პროექტის მიზანი,სტანდარტი .ვიმუშავეთ თემატურ,მიმართულებისა და შინაარსობრივ კითხვებზე.ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა.